მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტში სახელმწიფო მინისტრის შესახებ ახალი თავი გაჩნდა
მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტში სახელმწიფო მინისტრის შესახებ ახალი თავი გაჩნდა

მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტში ახალი თავი გაჩნდა, რომელიც სახელმწოფო მინისტრს უკავშირდება .

მთავრობის ინიცირებულ კანონის პროექტის თანახმად „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონს VI. 1 თავი – „სახელმწიფო მინისტრი“ უნდა დაემატოს.

ცვლილებების მიხედვით, კანონში ასევე უნდა ჩაიწეროს დღეს მოქმედი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

კანონპროექტის თანახმად, „1. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად. 2. მთავრობის შემადგენლობაშია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 3. სახელმწიფო მინისტრს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი „

კანონის პროექტის განმარტებით, ბარათში აღნიშნულია, რომ კანონში ახალი თავი „სახელმწიფო მინისტრი“ დაემატა, რადგან „ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად“.

კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით განიხილეს,