მთავრობის ინფორმაციით, დღეისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%
მთავრობის ინფორმაციით, დღეისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამ მილიონ მოქალაქეს 12.5 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 8 მილიარდი ლარით დაუფინანსდა.
„უნივერსალური მოცვის მისაღწევად ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსების ზრდისა და სერვისების ეფექტიანი დაგეგმვის შედეგად უკანასკნელ დეკადაში 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა (ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 10.8-დან (2012) 7.6-ამდე (2025) და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 12.4-დან (2012) 9.1-ამდე (2025)“, – ნათქვამია დოკუმენტში.