მთავრობის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა
მთავრობის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა.

„მათ შორის: თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი – საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა -დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;  მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება – დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი; სამ პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა – დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი; კომენდანტის საათის დარღვევა – დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება – დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი; იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი; ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი – დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე)“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, განმარტებულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სულ  სამართალდარღვევის 202 ოქმი შედგა.