მთავრობის განმარტებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვის პერიოდში აივანზე გასასვლელად სპეციალური ნებართვა ესაჭიროება
მთავრობის განმარტებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვის პერიოდში აივანზე გასასვლელად სპეციალური ნებართვა ესაჭიროება

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას გადაადგილებაზე შეზღუდვის პერიოდში აივანზე გასასვლელად სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება, – აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად,…

Posted by მთავრობის სტრატკომი on Sunday, April 4, 2021