მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა

14:26, 09.07.2024

სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 104 877 000 ლარი გამოეყოფა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

მთავრობის ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ 4 420 000 ლარი გამოეყოფა ყვარლის მუნიციპალიტეტს, 9 062 000 – ოზურგეთის, 3 458 000 – მარტვილის, 2 180 000 – სიღნაღის, 940 000 – ყაზბეგის, 990 000 – ზესტაფონის, 583 000 – ცაგერის, 3 883 000 – გურჯაანის ს, 5 855 000 – ჩხოროწყუს, 6 366 000 – ჩოხატაურის, 4 027 000 – თელავის, 1 872 000 – ლაგოდეხის, 193 000 – თიანეთის, 3 986 000 – ქალაქ ქუთაისის, 5 738 000 – ჭიათურის, 4 601 000 – ონის, 2 059 000 – საგარეჯოს, 1 750 000 – ტყიბულის, 3 170 000 – ზუგდიდის, 195 000 – ხაშურის, 830 000 ლარი – კასპის, 700 000 – ბოლნისის, 380 000 – ადიგენის, 1 185 000 – ახალციხის, 500 000 – ასპინძის, 1 110 000 – საჩხერის, 444 000 – ბორჯომის, 3 130 000 – წალენჯიხის, 2 160 000 – ლენტეხის, 4 480 000 – ბაღდათის, 2 705 000 – ვანის, 545 000 – წყალტუბოს, 625 000 – ხარაგაულის, 1 105 000 – თერჯოლის, 1 785 000 – სამტრედიის, 130 000 – ხონის, 705 000 – ხობის, 2 475 000 – მცხეთის, 3 920 000 – სენაკის, 1 440 000 – აბაშის, 284 000 – მესტიის, 2 500 000 – ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს.

მსგავსი