მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ
მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

ამასთან, საქართველოს მთავრობა მზაობას გამოთქვამს, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში.

„საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში, პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი