მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხუთი საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, რომლის მიხედვით, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.

ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.