მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა
მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც ბებუას ოჯახის წევრები აცხადებენ, ირაკლის ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა.

როგორც ბებუას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

„ერთადერთი მოთხოვნაა ჩემი შვილის, ირაკლის გათავისუფლება. ირაკლი ღარიბაშვილთან განცხადება შევიტანეთ და გვაინტერესებს, რას მოქმედებენ. ბავშვს უამრავი პრობლემები აქვს, ცე ჰეპატიტი, თავის და წელის ტკივილი. გვსურს, რეაგირება მოახდინონ და შევხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი თვეა განცხადება შეტანილი გვაქვს, მაგრამ არანაირი პასუხი არ არის. გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ჩემი შვილი გათავისუფლდეს“, – განაცხადა ლალი ფიფიამ.

2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.