მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაერო-ს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, დაგლას უებსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელს, კაორი იშიკავას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს სააგენტოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. საუბარი ასევე შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, აგრეთვე 2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF) პრიორიტეტულ მიმართულებებს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობისა და გაერო-ს სააგენტოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები.
საუბრისას განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მიღწევებს საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების, ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისა და კარგი მმართველობის კუთხით.