მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს

13:24, 09.02.2024

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„წარმატებები მიშას ურთულეს, მაგრამ საინტერესო საქმეში. დღეიდან მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის ადგილს მიშას ვაბარებ“, – წერს ნინო გიორგობიანი.

მიშა ფეიქრიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

მსგავსი