მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმისკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლერი ბარნაბიშვილს ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაუტარდა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას კორონავირუსის პანდემიის დამარცხების პროცესში.

„გავიკეთე ჩინური წარმოების – „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც არის ხელმისაწვდომი და შეესაბამება ჩემს ასაკს, ასაკობრივი შეზღუდვიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია საქართველოში, რათა თითოეული მოქალაქე, მოუფრთხილდეს საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას, მით უმეტეს იმ მოწყვლადი ჯგუფის, რომლისთვისაც შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს კორონავირუსი. ასევე, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ქვეყნის ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად.

დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში არის ერთადერთი გზა – ვაქცინაცია და ის რეგულაციები, რომელიც გამოცხადებულია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩადგებიან ამ რეჟიმში, აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომი და აღიარებული იქნება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ და ნელ-ნელა დაუბრუნდებიან იმ ნორმალურ რიტმს და აქტივობას, რომელსაც იყვნენ შეჩვეული“,- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი