მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კრიზისების მართვის კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება იქნება

14:00, 05.06.2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის ქართული პრაქტიკის შესწავლა, განვლილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორსმაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა – კრიზისების მართვის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, კრიზისული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და სხვა.

მსგავსი