მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შალვა თადუმაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყება, თადუმაძე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

შალვა თადუმაძე 2012 წლიდან მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კი, მაია ცქიტიშვილი იყო,  რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.

დატოვე კომენტარი