მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით, აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის ქუთაისში იმყოფებიან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით, აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის ქუთაისში იმყოფებიან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან, აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისში დიალოგის გასაგრძელებლად ასევე იმყოფებიან დეპუტატები.