მთავრობის ადმინისტრაციასთან „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა შიმშილობა დაიწყეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა შიმშილობა დაიწყეს

„ქართული მარშის“ რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან „ქართული მარშის“ წევრებმა შიმშილობა დაიწყეს.

მათი თქმით, 7 ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში. „ქართული მარში“ მათ გათავისუფლებას ითხოვს.

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის სანდრო ბრეგაძის თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მშვიდობიანი პროტესტის ყველა რადიკალურ ზომას მიმართავენ.

„ვიწყებთ უვადო შიმშილობას და ვუერთდებით პატიმრების მიერ გლდანის ციხეში დაწყებულ აქციას. შიმშილობას იწყებს საწყის ეტაპზე 50-60 ადამიანი და ჩვენი ინფორმაციით, გვიერთდებიან რეგიონები და მოშიმშილეთა რაოდენობა უახლოეს დღეებში 100-მდე გაიზრდება“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები „რუსთავი 2“-თან გამართულ აქციაზე დააკავეს.