მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დაპატიმრებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. კანცელარიასთან ბებუას ოჯახის წევრები, ნათესავები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდეს ირაკლი ბებუა უკანონო პატიმრობიდან. ოჯახი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

ოჯახის წევრების მიზანია, გაიგონ უკანონოდ დაპატიმრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათი თქმით, ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი დაავადების გამო ორი თვის წინ გართულდა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდი აქვს, ამიტომ გვინდა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. რა მდგომარეობაა, როგორ მოიქცევა, კომუნიკაცია როგორი იქნება. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჯანმრთელობის მხრივ და ერთადერთი, ამისთვის გვინდა მასთან შეხვედრა. შემდეგ თვითონ გავარკვევთ, რას იტყვის, როგორია ირაკლის მდგომარეობა“, – განცხადება ირაკლი ბებუას დედამ, ლალი ფიფიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.