მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი „რიონის ხეობის მცველებს“ სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, აქცია სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებულია და მისი მიზანია, მთავრობას ახლოდან გააგონონ საზოგადოების მოთხოვნები.

აქციის ორგანიზატორები მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამის გათენებას გეგმავენ.

„არ ვიცი, გაგვაშლევინებს თუ არა პოლიცია აქ კარვებს. თუ გაგვაშლევინებს, ძალიან კარგი, თუმცა მეეჭვება. თუ არ გაგვაშლევინებს, ისე ვიქნებით. დღეს დაახლოებით 20-30 კაცი ვრჩებით, ვინც დავაორგანიზეთ ეს აქცია. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შემოგვიერთდეს. ხვალ და ზეგ უფრო მეტნი ვიქნებით. ჩვენ ვართ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომლებსაც გვაქვს არგუმენტები. „ნამახვანის“ ხელშეკრულება არის კაბალური და ანტისახელმწიფოებრივი. ჩვენ გვექნება მორიგეობა ღამის გათენებაზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალექსანდრე პაიკაძემ.