მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ [ფოტო]
მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ [ფოტო]

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას  –  „გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის“ მართავენ.

აქცია 15 წლის მოზარდის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.

აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან. როგორ ისინი აცხადებენ, სისტემა მოძალადეა და უნდა შეიცვალოს.

ამასთან, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, ასევე მოზარდის გარდაცვალების საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ამასთან, მათი თქმით, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს განათლების სამინისტრომ.

„ჩვენ ამ სისტემას აუცილებლად დავასრულებთ. ეს არის პირველი გამაფრთხილებელი აქცია და ჩვენ ამ ბრძოლაში უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ნიკა პეტრიაშვილმა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ  წარწერა  – „ძირს სისტემა“ თოკებით გააკეთეს, რომელსაც შემდეგ ცეცხლი მოუკიდეს.