მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და წამლის დაფინასების საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

მშობლების განცხადებით, უკვე მეოთხე თვეა, აქციებს მართავენ, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს და ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

დღეს საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან პარლამენტში იმსჯელეს. შეხვედრა დახურული იყო, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ მედიკამენტს არცერთი ქვეყანა არ აფინანსებს. რაც შეეხება დიაგნოსტიკურ თუ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, მისი თქმით, ამ მხრივ სახელმწიფო დახმარების მზაობას გამოხატავს.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ისინი მთავრობის ადმინიატრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.