მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაზე სამინისტროებმა უწყებებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები უნდა წარადგინონ, რომელიც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით უწყებებში რამდენიმე მიმართულებით რეფორმების ძირეული გატარება მოხდება.