მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე GCSD-ს ტრენინგები გაიხსნება

07:51, 20.02.2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების ციკლს დაიწყებს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე გახსნიან.

ტრენინგები საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის ფარგლებში (Government of Georgia Strategic Communications Program) ჩატარდება.

ტრენინგების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი