მთავრობის ადმინისტრაციაში სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მისია „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის ბრიფინგი გაიმართება.