მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის სერვისებზე არ ვრცელდება
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის სერვისებზე არ ვრცელდება

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის, ე.წ. დელივერი სერვისებზე არ ვრცელდება.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველმა არხმა კითხვით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც განმარტეს, რომ საფოსტო, საკურიერო და ე.წ. დელივერი მომსახურების განმახორციელებელი კომპანიებისთვის ნებადართულია მომსახურების გაწევა მსუბუქი ავტომანქანების მეშვეობით.

მსუბუქი ავტომობილების მოძრაობაზე აკრძალვა 27 აპრილამდე არის დაწესებული. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაობისთვის გარკვეულ საათებში მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შეეძლებათ, სამუშაო ადგილებზე მისვლისა და სახლში დაბრუნების მიზნით. საუბარია 06:00-დან 08:00 საათამდე და ასევე, 18:00-დან 19:00 საათამდე პერიოდებზე.