მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა
მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა.

„ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას.

აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში

ამასთან, ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა ყალბ ანგარიშებსაც.