მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათს“ შეუერთდა

22:20, 30.03.2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათს” შეუერთდა.

გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.

„დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

მსგავსი