მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს
მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს

მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს. პოლონელ ფერმერებსა და სატვირთო მანქანის მძღოლებს უკრაინასთან გამშვები პუნქტები ნოემბრიდან აქვთ ბლოკირებული. ფერმერები პოლონეთში უკრაინული პროდუქციის შესვლის გამო ფასების ვარდნას და მათი შემოსავლის შემცირებას აპროტესტებდნენ.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სჩესლავ სიკიერსკიმ ხელი მოაწერა შეთანხმებას ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლებთან, რომლის თანახმად, ფერმერები შეთანხმდნენ მედიკას სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქციის დასრულებაზე. სანაცვლოდ, სამინისტრო დასთანხმდა სიმინდის წარმოების სუბსიდირებას 250 მილიონი დოლარის ოდენობით, ასევე სასოფლო-სამეურნეო გადასახადის 2023 წლის დონეზე შენარჩუნებას. ფერმერთა აღნიშნული მოთხოვნების შესასრულებლად საჭიროა საკანონმდებლო პროცედურის გავლა და ევროკავშირის მხრიდან თანხმობა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერის, ანდრეი დიმჩენკოს განცხადებით, მედიკა-შეგინის გამშვებ პუნქტთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვართან გამშვებ პუნქტებთან პროტესტს განაგრძობენ სატვირთო მანქანის მძღოლები.