მთავრობას შენობებისა და მოწყობილობების „ტექნიკური რეგლამენტის − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მისაღებად, ვადა გაუგრძელდება
მთავრობას შენობებისა და მოწყობილობების „ტექნიკური რეგლამენტის − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მისაღებად, ვადა გაუგრძელდება

საქართველოს მთავრობას შენობებისა და მოწყობილობების „ტექნიკური რეგლამენტის − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ მისაღებად, ვადა გაუგრძელდება.

შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.

მთავრობას შესაბამისი სტანდარტების შექმნისთვის ვადა მიმდინარე წლის 12 მაისამდე ჰქონდა, რომელიც 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

ინიციატორები განმარტავენ, რომ ტექნიკური რეგლამენტის მისაღებად საჭირო სამუშაოები მიმდინარეობდა და დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა, ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული პანდემიის გამო, გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა, რის შემდგომაც ტექნიკური რეგლამენტის მისაღებად აუცილებელი გახდა საჭირო სამუშაოების გადავადება.