საქართველოს მთავრობამ სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციასთან, ასევე პარაგვაისთან უვიზო რეჟიმი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციასთან, ასევე პარაგვაისთან უვიზო რეჟიმი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციასთან, ასევე პარაგვაისთან უვიზო რეჟიმი დაამტკიცა.

ამით სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები უკვე დასრულებულია.

ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია, დასრულდა თუ არა შესაბამისი პროცედურები ზემოხსენებულ ქვეყნებში, ანუ შეუძლიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ჯერ უვიზო რეჟიმით სარგებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

სენტ-კიტსი და ნევისთან შეთანხმება მიმდინარე წლის 15 ივლისს გაფორმდა, პარაგვაისთან – 26 სექტემბერს.