მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა წარუდგინა
მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი საქმიანობის თაობაზე გეგმა წარუდგინა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის წარდგენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.

მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმის თანახმად, 119 კანონპროექტის ინიცირება იგეგმება. კანონპროექტები მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და იურიდიული მიმართულებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს.

აღნიშნული გეგმა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.