მთავრობამ კანონშემოქმედებითი საქმიანობის თაობაზე პარლამენტს გეგმა 31 იანვრამდე უნდა წარუდგინოს

10:47, 20.01.2020

საქართველოს მთავრობამ კანონშემოქმედებითი საქმიანობის თაობაზე პარლამენტს მოკლევადიანი გეგმა 31 იანვრამდე უნდა წარუდგინოს.

აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით.

რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წელიწადში ორჯერ, თითო სასესიო პერიოდისთვის წარუდგინოს.

კერძოდ, საგაზაფხულო სესიისთვის მოკლევადიანი გეგმის წარდგენა 31 იანვრამდე უნდა მოხდეს, ხოლო საშემოდგომო სესიაზე – 31 აგვისტომდე.

მსგავსი