მთავრობა მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელოდება
მთავრობა მომავალ წელს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ელოდება

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობამ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-ით განსაზღვრა. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. რაც შეეხება შემოსულობებს, მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში 14,040 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს.

საგადასახადო შემოსავლები 10,320 მილიარდი ლარი გაიწერა, გრანტები 200 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლები 515 მილიონი ლარი. გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა კი 14,211 მილიარდი ლარია.

მომავალი წლისთვის მთავრობა 1,855 მილიარდი ლარის საგარეო ვალის აღებას გეგმავს, ხოლო საშინაო ვალი 900 მილიონი ლარით გაიზრდება.

მთლიანობაში, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი მშპ-ის 45%-ს (კანონით განსაზღვრული ზღვარი მშპ-ის 60% შეადგენს) მიაღწევს. 2020 წლის ბოლოსთვის, სახელმწიფო ვალის მოცულობა 22,681 მილიარდი ლარის დონეზე განისაზღვრა, აქედან სახელმწიფო საგარეო ვალი 17,711მილიარდი ლარია, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი 4, 970 მილიარდი ლარი.

დატოვე კომენტარი