მთავრობა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ოკუპირებულ აფხაზეთშიც აპირებს
მთავრობა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ოკუპირებულ აფხაზეთშიც აპირებს

მთავრობა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას ოკუპირებულ აფხაზეთშიც გეგმავს. ამის შესახებ საუბარია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღონისძიებების გასატარებლად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადაეცემა 30 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 1000 ცალი ფერომონიანი სატყუარა“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

სახელმწიფო პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წელს აზიური ფაროსანა შესაძლოა, აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდეს.

„მისი გავრცელების კონკრეტული არეალისა და რიცხოვნობის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ამ მაჩვენებლის მონიტორინგი და მავნებლის წინააღმდეგ ლოკალური ღონისძიებების ოპერატიული გატარება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი