მთავრობა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდს ქმნის
მთავრობა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდს ქმნის

დიასპორებთან ურთიერთობა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი და უფრო მეტიც, ახალი კონსტიტუციით, ეს არის ჩვენი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობა ცდილობს, უზრუნველყოს თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ეროვნული თვითმოყოფადობის შენარჩუნებისა და ზოგადად, საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის პროცეში.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ეროვნული ინტერსების გათვალისწინებით დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი, ფონდი. ჯერ ჩვენ ვიქნებით საპილოტე რეჟიმში. საკონკურსო პროექტის შემოტანა 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება წარმატებული და მომავალში მნიშვნელოვნად გავზრდით დაფინანსებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქით, წარმოდგენილი ინიციატივა დიასპორას აძლევს საკუთარი იდეების რეალიზების საშუალებას.

„ეს კი, დიასპორული საქმიანობის კიდევ უფრო მრავალფეროვნად ქცევის პერსპექტივას გვაძლევს და ბუნებრივია, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის უფრო გაღრმავებულ კავშირებს მოგვცემს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.