მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „რეაბილიტაციისა და გაკოტრების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „რეაბილიტაციისა და გაკოტრების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „რეაბილიტაციისა და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს არის კანონი, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ძალზედ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს, ეს გახლავთ „რეაბილიტაციისა და გაკოტრების შესახებ” კანონპროექტი, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და ეს მოუტანს სარგებელს ქართულ ეკონომიკას.

ჩვენ წლების მანძილზე ვგრძნობდით, როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხვდებოდნენ. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება, რაც პირველ რიგში ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებითვის სიკეთეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.