მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდება
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდება

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდება.

პროკურორისა და დაზარალებული მენაშენეების შეხვედრა დღეს 13:00 საათზეა ჩანიშნული.

შეხვედრის მიზანს იმ საკითხების განხილვა წარმოადგენს, რომელიც კომპანია m2-სა და შუამავალ კომპანიას შორის დღემდე გადაუჭრელი რჩება.

„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულმა მარი ქოიავამ პირველ არხს განუცხადა, რომ აღნიშნული საქმე იმდენად რეზონანსულია, თუ მის მოგვარებაში სახელმწიფო ჩაერთვება, მაშინ მენაშენეების აქტივები მართვაში ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი.

კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“  და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს. დაახლოებით 4 000 ოჯახი ბინებით 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.