მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდა
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმ ხელშეკრულების პირობები განიხილეს, რომელიც კომპანია “m2”-სა და “ცენტრ პოინტს” შორის გაფორმდა.

ერთ-ერთი დაზარალებულის, ირმა თხელიძის განცხადებით, ვიდრე არ შესრულდება “ცენტრ პოინტსა” და “m2”-ს შორის დადებული ხელშეკრულების წინაპირობები, საპროცესო გარიგებაზე საუბარი არ იქნება.

„წინაპირობები უნდა შეასრულოს „ცენტრ პოინტმა“ რომ ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა „ცენტრ პოინტს“ „ვილა რეზიდენსა“ და “m2″ შორის ამუშავდეს. ამის შემდეგ, სავარაუდოდ მოვილაპარაკებთ რაიმეზე, რომ საბოლოო შედეგი ბოლოს და ბოლოს დადგეს ჩვენთვისაც. გარანტიის გარეშე მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას ვერ დავთანხმდებით”, – განაცხადა ირმა თხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს. დაახლოებით 4 000 ოჯახი ბინებით 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.

დატოვე კომენტარი