მთავარი პროკურატურა საკადრო ცვლილებებზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა საკადრო ცვლილებებზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას  ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად – ნათია სონღულაშვილი, დასავლეთ საქართველოს პროკურორად კი შოთა ტყეშელაშვილი. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე.

რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს, მიხეილ შაყულაშვილი მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს.

უწყების განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.