მთავარი პროკურატურა გიორგი გოგაძისა და იური ლუცენკოს შეხვედრაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 
მთავარი პროკურატურა გიორგი გოგაძისა და იური ლუცენკოს შეხვედრაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 

საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი გოგაძის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა და უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს შეხვდა.

“მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

გიორგი გოგაძისა და იური ლუცენკოს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.