მთავარი გაზსადენი მილის დაზიანების გამო, ბათუმისა და ხელვაჩაურის 30 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
მთავარი გაზსადენი მილის დაზიანების გამო, ბათუმისა და ხელვაჩაურის 30 ათას აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა

ბათუმისა და ხელვაჩაურის 30 ათას აბონენტს დღეს საღამოს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა დღეს. მიზეზი მთავარი გაზსადენი მილის დაზიანება გახდა.

„ბათუმში, მესხის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების დროს, დააზიანეს მთავარი გაზსადენი, თითქმის მთელ აჭარას ემუქრებოდა ბუნებრივი აირის შეწყვეტა, თუმცა მოვახერხეთ აბონენტების ნახევრისთვის მიწოდება შეგვენარჩუნებინა. აღდგენითი სამუშაოები დასრულდა და დილიდან დავიწყებთ აირის მიწოდებას”,-განაცხადა პირველ არხთან „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარის“ ხელმძღვანელმა დავით ლეკიშვილმა.

ხვალ დილიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად განახლდება.