„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში იმყოფება
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში იმყოფება

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გადავიდა კარანტინში, – ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე „ფეისბუქში“ წერს.

მელაძის თქმით, ჟურნალისტს, რომელიც კარანტინში გადავიდა, კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. მისივე ინფორმაციით, რეპორტაჟის მომზადების დროს ის სახლში იმყოფებოდა ინფიცირებულის ოჯახთან, რომელიც თვითიზოლაციაში იყო.

საუბარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძის ოჯახზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.