მთავარ სამმართველოში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს
მთავარ სამმართველოში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრების გიორგი ჭელიძის და თორნიკე ვაშაკიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქმე ეხება 13 მაისს რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციისას გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქმე აღიძრა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლამდე ეროვნული ერთობის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.