მთავარ პროკურატურასთან ბინათმშენებლობის ამხანაგობის მიერ დაზარალებულებმა აქცია გამართეს
მთავარ პროკურატურასთან ბინათმშენებლობის ამხანაგობის მიერ დაზარალებულებმა აქცია გამართეს

მთავარ პროკურატურასთან ბინათმშენებლობის ამხანაგობის მიერ დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამხანაგობამ საცხოვრებელი სახლის ბინები იპოთეკით დატვირთა და თანხები მიითვისა. როგორც ისინი აცხადებენ, გამოძიება უკვე წლებია, გრძელდება და სათანადოდ არ მიმდინარეობს.

აქციის შემდეგ, დაზარალებულების ადვოკატი რევაზ რიჟამაძე გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს შეხვდა და მოთხოვნები გააცნო.

„პროკურატურაში გვქონდა ერთადერთი მოთხოვნა, რომ უწყებამ გამოითხოვოს სამშენებლო, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია, რა დაჯდა ამ კორპუსის მშენებლობა და რამდენი მიითვისეს. ეს უნდა დადგინდეს, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ. პროკურორმა მითხრა, რომ შევეცდებით, გამოვითხოვთ, თუმცა ვერ დაგპირდებითო. ეს არის უუნარო სულისკვეთება, ეს არ არის საქმისადმი ნორმალური მიდგომა. გვითხრეს, შეიძლება ბანკმა არ მოგვცეს ეს საბუთებიო, როგორ შეიძლება, ბანკმა არ მისცეს სასამართლოს, განჩინებით თუ გამოითხოვენ. ჩვენ დაველოდებით რამდენიმე დღე“, – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვე კომენტარი