მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

15:00, 22.02.2018

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილებები განახორციელა.

პირველი არხის ინფორმაციით, ცვლილება საოლქო პროკურატურებისა და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების ხელმძღვანელ რგოლებს შეეხო.

პირველ არხს ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. ოფიციალურ განცხადებას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლდა თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი.

მსგავსი