მთარგმნელ ნუნუ გელაძეს ალესის კოლექციის ვერცხლის თასი გადაეცა
მთარგმნელ ნუნუ გელაძეს ალესის კოლექციის ვერცხლის თასი გადაეცა

მთარგმნელ ნუნუ გელაძეს ქალაქ ორტა სან ჯულიოში ალესის კოლექციის ვერცხლის თასი გადაეცა.

ჯილდო ნუნუ გელაძემ ქართული პოეზიის იტალიაში პოპულარიზაციისა და პოეზიის საერთაშორისო ფესტივალთან „პოეტები ტბის გარშემო“ ოცწლიანი თანამშრომლობისთვის მიიღო.

გადაწყვეტილება აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორებმა და იუნესკო-ს იტალიის კომიტეტმა მიიღეს.