მსვლელობის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

18:49, 18.12.2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, მცირე დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ სამართალდამცველები ფოტოს უღებდნენ, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაუკავებიათ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

მსგავსი