მსვლელობა ახალციხეში
მსვლელობა ახალციხეში

ახალციხეში მცხოვრებმა ეთნიკურმა სომხებმა 1915 წლის მასობრივი მკვლელობის დროს დაღუპულები გაიხსენეს და მსვლელობა მოაწყვეს.

მსვლელობის მონაწილეები თურქეთსა და მსოფლიოს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებისკენ მოუწოდებენ.

104 წლის წინ განვითარებული მოვლენების დროს დაღუპულები სომხურმა ეკლესიამ 2015 წელს წმინდანებად შერაცხა.

ხელისუფლება 1915-1916 წლებში 500 ათასამდე ეთნიკურად სომეხის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა გენოციდის აღიარებაზე უარს ამბობს.