მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 46 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა 46 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, სადაც გამოვლენილია ინფიცირების 9,1 მილიონი შემთხვევა. მეორე ადგილს 8,1 ინფიცირებულით ინდოეთი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც „კოვიდ-19“ სულ 5,5 მილიონ პირს დაუდასტურდა.
მსოფლიო მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 1 195 408-ს აღწევს.