მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 900 000-ს გადააჭარბა

10:37, 10.09.2020

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 900 000-ს გადააჭარბა, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამასთან, 190 000-ს გადასცდა აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულ პაციენტთა რაოდენობამ.

მსოფლიოში ინფიცირების 27 766 325 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის გავრცელების მხრივ, პირველ ადგილს იკავებს აშშ, 6,3 მილიონი ინფიცირების შემთხვევით, მეორე ადგილზეა ინდოეთი 4,7 მილიონი შემთხვევით, ხოლო მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 4,1 მილიონი შემთხვევა.

მსგავსი