მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 658 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 658 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 658 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას მსოფლიოში 12 034 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში „კოვიდ-19“ 162.1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 3 364 178 კი დაიღუპა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღრიცხული ახალი შემთხვევების თითქმის ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე მოდის, რომელშიც გაერო-ს ორგანიზაციამ ინდოეთის მონაცემებიც დაამატა. მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, მესამეზე კი ევროპის რეგიონია.

დატოვე კომენტარი