მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 859 000-ს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 859 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 859 000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 42 000-ზე მეტია. ამასთან, გამოჯანმრთელდა 178 000-ზე მეტი ინფიცირებული.

ყველაზე რთული ვითარება კვლავ ევროპაშია.

იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში 837 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს ესპანეთშიც.

დაღუპულთა რიცხვი იზრდება საფრანგეთშიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 500-მე ადამიანი გარდაიცვალა ვირუსის შედეგად.

300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა დიდ ბრიტანეთში. როგორც ექიმები აცხადებენ საავადმყოფოებში ადგილები აღარ ჰყოფნით, რის გამოც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამკურნალოდ მხოლოდ ის პაციენტები გადაჰყავთ, რომელთაც გადარჩენის შანსი აქვთ.

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება თურქეთშიც, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 13 500-ს აჭარბებს, გარდაცვლილია 214 ადამიანი.

სომხეთში ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულია 500-ზე მეტი პირი. დღეიდან ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია ამოქმედდება.